მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლის ოთახის მოწყობისთვის გასათვალისწინებელია თავად ბავშვის ინტერესები და მოთხოვნები. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ოთახის მოწყობისას, აუცილებელია მათი მონაწილეობა და ჩართულობა. ეს ერთი მხრივ, ბავშვებს სწავლის მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს. მშობლების ასეთი მიდგომით, ბავშვს შეუყვარდება თავისი ოთახი. ეს იქნება ადგილი, სადაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, სინათლე, ჰაერი, კომფორტი ისე უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ბავშვის პიროვნებას მოერგოს.
რვეულები, კალმები, ფურცლები, ფანქრები, საშლელი, ფერადი ფანქრები - ეს მცირე ჩამონათვალია, იმ აუცილებელი ნივთებისა, რომლებიც ბავშვის სამეცადინო ოთახში უნდა იყოს. თუმცა ამათ გარდა, საინტერესოა, როგორ უნდა მოვაწყოთ მოსწავლის ოთახი და რა აუცილებელი ნივთებია საჭირო?
მაგიდა და სკამი
საწერი მაგიდა და კომფორტული სკამი აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ სრულყოფილად შეასრულოს დავალებები. ის ასე მეტად კონცენტრირებული ხდება დავალებებზე. საწოლზე მეცადინეობის დროს კი ბავშვებს ძილიანობა ეწყებათ.
მაგიდის სანათი
განათება ოთახში ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია. იმისთვის, რომ ბავშვს მხედველობა არ დაუზიანდეს, აუცილებელია სწორი განათება და შესაბამისი მაგიდის სანათის შერჩევა.
საათი
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ საათი ბავშვის ოთახში არ უნდა იყოს, რადგან ის ყურადღებას უფანტავს მას. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, სინამდვილეში საათის მეშვეობით ბავშვი დროის სწორად განაწილებას სწავლობს.
დაფა და მარკერი
პატარა დაფა მოსწავლის ოთახში აუცილებელია, რადგან ის ბავშვს საკლასო ოთახში დაფასთან გასვლის შიშის დაძლევაში ეხმარება.
პატარა გლობუსი და რუკა
გლობუსებითა და რუკის მეშვეობით ბავშვს გეოგრაფიის სწავლა გაუმარტივდება. თვალი ბევრ რამეს იმახსოვრებს და აღიქვამს - ამბობენ ფსიქოლოგები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.