TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„სკოლის სიძლიერე წარმატებული მომავლის საწინდარია“ - ნინო ჯოჯუა, გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი
06-11-2024
-
+


ნინო ჯოჯუა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი პასუხისმგებლობით ხელმძღვანელობს და განათლებული თაობების აღზრდაზე ზრუნავს. მისთვის პრიორიტეტულია შექმნას ძლიერი სკოლა, რაც, მისი თქმით, წარმატებული მომავლის საწინდარია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ნინო ჯოჯუა პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სწორ ინტერპერსონალურ და ინტრაპერსონალურ უნარებსა და მახასიათებლებს მენეჯერის მხრიდან. სასწავლო პროცესის ეფექტურად უზრუნველსაყოფად. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ის ფაქტი, რომ მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას დიდწილად განაპირობებს მოსწავლის აკადემიური წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა. განსაკუთრებით საგრძნობია ეს იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთა სასკოლო ცხოვრება მაინცდამაინც წარმატებული არაა. პედაგოგთან კარგი ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს აქვთ უკეთესი მაჩვენებლები სასკოლო მუშაობაში, ტესტების შედეგში და უფრო მოწესრიგებული არიან სწავლის ფორმალურ ნაწილსა და სასკოლო წესების დაცვაში, ვიდრე მოსწავლეები, რომლებსაც მასწავლებელთან არ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება. მათ შემთხვევაში ვლინდება სასკოლო მუშაობის ჩვევების დეფიციტი და დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი. პედაგოგებთან კარგ ურთიერთობაში მყოფ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ქცევითი სირთულეები და უკეთესად ურთიერთობენ თანაკლასელებთან. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ვხედავ მათ მონდომებას და მიზანდასახულობას სწავლისადმი. ძალიან ვამაყობ მათი წარმატებებით, თუნდაც კურსდამთავრებული მოსწავლეების მაღალი ქულებითა და გრანტებით.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ძლიერ სკოლას, სკოლის სიძლიერე კი წარმატებული მომავლის საწინდარია. წარმატება  თავდაუზოგავი შრომის შედეგია...

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სკოლაში საგაკვეთილო პროცესის სტაბილურად ორგანიზება და მობილიზება...

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ასეთი ნაწარმოებები უამრავი არსებობს ქართულ ლიტერატურაში. არის ისეთი ღირსშესანიშნავი ნაწარმოებები და პოემები რომელთა ზეპირად ცოდნა საჭირო და აუცილებელია...

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიება...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება