მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ასე საინტერესოდ და საზეიმო გარემოში დაიწყეს პირველკლასელებმა ანბანის სწავლა.
„ანბანის შებრძანება“ განძის N2 საჯარო სკოლაში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ლილით ლულუკიანის ხელმძღვანელობით, ნამდვილ დღესასწაულად იქცა.
მოსწავლეები გაეცნენ „დედაენის“ ავტორის - იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მათ ასევე ასო-ბგერები „ა“ და „ი“ პირველად მოხაზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა