მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ ან რომელი წელია, სასკოლო სივრცეში მოსწავლეთა ყოფაქცევის საკითხი ყოველთვის აქტუალური თემაა - ამას პედაგოგებიც ხშირად აღნიშნავენ.
ბუნებრივია, ამ გამოწვევის წინაშე საქართველოც დგას და როგორ შეიძლება ვითარების მართვა, ამ საკითხზე სკოლების ხელმძღვანელების აზრი მეტად საინტერესოა. etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლის დირექტორს - აინა გარაგაშევას დაუკავშირდა, რათა აღნიშნულ თემაზე მისი შეხედულებაც მოგვესმინა.
როგორც სკოლის დირექტორმა აინა გარაგაშევამ etaloni.ge-სთან განაცხადა, მათ ძალიან აქტიური, მოტივირებული და ზრდილობიანი მოსწავლეები ჰყავთ, რომლებიც სასკოლო წესრიგს არასოდეს არღვევენ.
მიუხედავად ამისა, დირექტორმა ყურადღება სკოლებში არსებულ ზოგად ფონსა და მოსწავლეების ყოფაქცევის საკითხზე გაამხვილა. მისი თქმით, ყოფაქცევის ნიშნით შეფასება სასურველი არ იქნებოდა, თუმცა სანიმუშო მოსწავლეებისთვის რაიმე წამახლისებელი ბერკეტი უნდა არსებობდეს.
„ყოფაქცევის საკითხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლე თუ კარგად სწავლობს და ყოფაქცევა კარგი აქვს, ის შეიძლება რაიმე სახით წახალისდეს. ჩვენთან, ამ მხრივ, ძალიან კარგი გარემოა. მოსწავლეები ძალიან კარგად იქცევიან და არანაირი პრობლემა არ გავქვს“,- ამბობს სკოლის დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა