მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით, არაერთი აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ქართული ენის გაკვეთილზე საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება სახელწოდებით - „იგავში გაცხადებული სიმართლე“ სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებიდან გაიმართა და მას პედაგოგი მ. ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ დღეს, ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა გამოკვეთეს თითოეული იგავ-არაკის მორალი და შინაარსი.
ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა