სიახლეები
სკოლები

თბილისის N31 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე მოსწავლეებმა ღირსეულად წარადგინეს
06-11-2024
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში ერთვებიან და თავიანთ იდეებს საერთაშორისო ასპარეზზე, ფართო აუდიტორიას აცნობენ. 

ამჯერად, სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს მორიგ მასშტაბურ წარმატებას. 

14-20 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეული აღინიშნა, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება.

ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.

წლევანდელი კვირეულის თემა იყო: „იტალიური ენა და წიგნი: სამყარო სტრიქონებს შორის“( L’italiano e il libro: il mondo fra le righe”).

ნომინაციაში - „წიგნით მოთხრობილი იტალია“, გამარჯვებული გახდა თბილისის N31 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ელისაბედ ჩიქობავა. მან ჯამბატისტა ბაზილეს  ნაწარმოებიდან Lo cunto de li cunti, მთავარი პერსონაჟები ვენეციური კარნავალის ნიღბებით გამოსახა. მთავარი სათქმელი კი იყო - „როგორც ჩანს, დღევანდელ დროში ყველაფერი შენიღბულია“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ნახატი იტალიის ელჩს განსაკუთრებით მოეწონა და ელისაბედს უთხრა, რომ ნამდვილი ტალანტია.

რაც შეეხება, კვირეულის მუსიკალურ კონკურსს, წელს მთავარი სიმღერა იყო Cantalibro, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მუსიკის მასწავლებელს ნათია გურასპაშვილს საოცარი მუსიკის შექმნისათვის და პროექტში გაწეული დახმარებისთვის.

ასევე, სკოლაში ულოცავენ ანა და სალომე მექანარიშვილებს ბრწყინვალედ შესრულებულ მუსიკალურ ნომერს. 

იტალიური ენის კვირეულში სხვადასხვა ნომინაციაში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ დარჩაშვილი, ნინო გიგაური, ლიზი კუპრაშვილი, კატო ბაწილაშვილი, თამარ ტატალაშვილი, ლილე გრძელიშვილი, სესილი ჩუბინიძე, სანდრო ბეჟიტაშვილი, ნატალი გაბლაია, ლაზარე კაკაურიძე და ანდრია ჩაჩუა.

იტალიური ენის კვირეულის ორგანიზატორი სკოლაში გახლდათ იტალიური ენის მასწავლებელი მადონა ბოკუჩავა.​

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, შვეიცარიის ვიცე ელჩი პეტერ ჰაფნერი და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის „მინერვას“ პრეზიდენტი ჯოვანი ჯაკომანტონიო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საელჩოების მიერ მომზადებული სპეციალური პრიზები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება