მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
დირექცია და პედაგოგები კი ზრუნავენ, რომ მოსწავლეები მრავალმხრივ განვითარდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამჟამად, იქ თმის მომსახურების პროექტი ტარდება.
აღნიშნული პროექტი კოლეჯ „ოპიზართან“ თანამშრომლობით ხორციელდება და მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას იწვევს. მასში როგორც გოგონები, ასევე ვაჟებიც მონაწილეობენ.
„პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობასა და ხელობის შესწავლას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლის პერიოდში, მოსწავლეთა სხვადასხვა მიმართულებით განვითარება მათ პროფესიის არჩევისას ხელს მნიშვნელოვანად შეუწყობს. სკოლა მადლობას უხდის კოლეჯ „ოპიზარს“, თანამშრომლობისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა