მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის - ვარლამ თაგოშვილის ხელმძღვანელობითა და სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის ხელშეწყობით, X-XI კლასის მოსწავლეებმა სოფელ არბოშიკის ცნობილი სამჭედლო მოინახულეს.
აღსანიშნავია, რომ ისინი გასვლით აქტივობაში კლასის ხელმძღვანელის - ნინო მატიაშვილისა და მოსწალეთა მშობლების - ირა ბოლქვაძესა და ინგა ფუტკარაძის თანადგომით, ჩაერთნენ.
მოსწავლეები ხანჯლის გამოჭედვისა და გამოწრთობის პროცესს დაესწრნენ, რომელიც ახალგაზრდა ოსტატმა - თენგიზ ალადაშვილმა კომენტარებით წარმართა. ექსკურსიის მონაწილეებმა სამახსოვრო ფოტოები და პროექტის მიზნების შესაბამისად, სასწავლო მასალაც გადაიღეს.
სკოლის დირექცია ბატონ ვარლამ თაგოშვილს, ნინო მატიშვილსა და მოსწავლეთა მშობლებს მადლობა უხდის.
გასვლითი აქტივობის შესახებ მეტ ინფორმაციას სკოლიდან გვაწვდიან.
„ზაზა ალადაშვილი ამაყობს მემკვიდრით, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას უმაღლესი ხარისხის საბრძოლო იარაღი და თამამად გადასცემს „ესტაფეტას.“
ამ ტიპის არაფორმალური სასწავლო გამოცდილება მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული პროცესების გაცნობაში ეხმარება, არამედ ანვითარებს მათ კვლევით, შემოქმედებით და ანალიტიკურ უნარებს, რაც მათ თანამედროვე რეალობაში წარმატებასა და თვითგამორკვევაში დაეხმარება. მოსწავლეებმა სამჭედლოს გვერდით არსებული საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც გამოფენილი იყო მრავალი საინტერესო ექსპონატი, მათ შორის ხანჯლები, ხმლები და სანადირო დანები, აგრეთვე დაუმთავრებელი ჯაჭვის პერანგი, რომელიც 55,000 რგოლისგან შედგება. მათ განსაკუთრებით მოეწონათ საგამოფენო დარბაზის ინტერიერისა და ეზოს ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებისთვის კომფორტულად არის მოწყობილი. გადაიღეს ფოტო და ვიდეო-მასალა, რომლითაც შემდგომში პროექტის მომზადებას შეძლებენ და უკეთ გააცნობენ თანაკლასელებსა და თემის სხვა წევრებს.
არაფორმალური განათლების ეს დღე განსაკუთრებული იყო მოსწავლეებისთვის. პრაქტიკულ გარემოში მიღებულმა ცოდნამ განამტკიცა მათში ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესი. ასეთი გამოცდილებები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმად გააცნობიერონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფესვები და იცოდნენ, როგორია პრაქტიკული ცოდნა, რაც დღესაც ფასეულია“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე