მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ, ახალ ცოდნასა და გამცდილებას იძენენ და სხვადასხვა საკითხზე თვალსაწიერს იფართოებენ.
ახლახან, ლესის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში გენდერულ თანასწორობასთან დაკავირებით.
ბავშვებმა მოამზადეს თემა - „ოჯახში საქმიანობების არათანაბარი გადანაწილება“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს სტერეოტიპებსა და ჩვენს საზოგადოებაში არსებულ სამწუხარო რეალობაზე.
აუდიტორიას საკუთარი აზრი დააფიქსირებინეს წერილობითა და სიტყვიერად. პროექტმა მოსწავლეებს საშუალება მისცა მოეგოთ გარკვეული ფინანსური ჯილდო. თანხით კი ბავშვებმა ლესის სკოლის ბიბლიოთეკას შეჰმატეს ახალი წიგნები.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქეთი წილოსანს და ყველა იმ პირს, რომლებიც ასეთ ცნობიერების ასამაღლებელ პროექტებში არიან ჩართულნი მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება გაგვემდიდრებინა ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა