მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოტივირებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ყველა კლასის წარჩინებულ, ათოსან მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ის პედაგოგები, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, ეს მათი ტრადიციაა, რომელიც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.
„სკოლა ძლიერია მაშინ, როცა მას წარმატებული მოსწავლეები და პროფესიონალი, მოტივირებული მასწავლებლები ჰყავს. არც მათი შრომა და მონდომება უნდა დარჩეს აღუნიშნავი...
გვჯერა, მიმდინარე სასწავლო წელიც გამორჩეულად აქტიური და წარმატებული იქნება“,- ამბობენ სკოლაში
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა