მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
ახლახან, X და XI კლასების მოსწავლეებმა შემეცნებითი საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიება - „გასეირნება თიანეთში“ მოაწყვეს.
მათ XIII საუკუნის ტაძარი - ფუძნარი, მირზა გელოვანისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები მონახულეს. ასევე, კეთილმოწყობილი პარკი - კუჟბაღი დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა ერწოს ულამაზესი ხეივნისა და საბადურის ტყის ხედებით ისიამოვნეს. აღსანიშნავია, რომ მათ საინტერესო და ლამაზი ფოტოებიც გადაიღეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თიანეთში გასეირნება ყველასთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. გასვლით ღონისძიებას პედაგოგები - ია ტუშური და ქეთევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა