სიახლეები
სკოლები

წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებს შორის ინტელექტუალური პაექრობა გაიმართა 
06-11-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოტივირებული მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლაში“ მონაწილეობდნენ, სადაც მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშისთვის მოსწავლეთა გუნდები დამკომპლექტდა. 

პედაგოგ მაკა ჯალაღონიას სადამრიგებლო მე-3 - მე-4 კლასის მოსწავლეთა გუნდმა - „არწივი“, რომლის შემადგენლობაშიც მოსწავლეები: ილია მაკალათია, ილია გოგინავა,  გეგა ჯალაღონია და ნიკოლოზ ბოკუჩავა იყვნენ, ჯამში 47 ქულა დააგროვა. 

გუნდმა - „შევარდენი“, რომელიც მე-5 კლასის შემდეგი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული: სანდრო ჭანტურია, ზურაბ ცნობილაძე, მარიამ თუნგია, სოფიკო კოკაია, გენადი კიზირია, ჯამში 76 ქულა დაიმსახურა. კლასის დამრიგებელი კი ქრისტინე ბირკაია გახლავთ. 

მეექვსე კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა - „ლომები“ 61 ქულა მოიპოვა. მის შემადგენლობაში იყვნენ მოსწავლეები - გვანცა ბოკუჩავა, ლიკა კიზირია, ლუკა არჩაია, ილია გერენავა, ლომინო კილასონია.

პედაგოგ იზოლდა ცვარიანის სადამრიგებლო მე-8 კლასის გუნდმა „ცოდნის ლამპარმა“ 78 ქულა დააგროვა. გუნდის წევრები იყვნენ - მარიტა მაკალათია, გიორგი ბოკუჩავა, ლიზი ბოკუჩავა და ლუკა ფუტკარაძე. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება