სიახლეები
სკოლები

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა“-ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი
06-11-2024
-
+


ნათელა გელაშვილი-დუგაროვი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლიც მოსწავლეებს სწავლის აუცილებლობის გააზრებაში ეხმარება. ის მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და ცდილობს ქვეყანას ღირსეული ახალგაზრდები აღუზარდოს. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნათელა გელაშვილ-დუგაროვთან

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხო გარემოს, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებულ თანამშრომლობას, ღიმილიანი სახეებით ერთმანეთზე დადებითი ემოციების გაზიარებას. 

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა და ნდობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი ჩემი ყოველდღიურობის აზრი არიან.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ავტორიტეტს საზოგადოებაში, სწავლაზე ორიენტირებული მიდგომებით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სკოლის სახელის წარმოჩენას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ვისწავლო და ვასწავლო, გავზარდო მოსწავლეებში განათლების მიღების საჭიროებაზე ფიქრი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, რომელიც სითბოს, ტრადიციების, სიყვარულის, მეგობრობის და სხვა გრძნობების რეალურ განცდაში დაეხმარებათ.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- როგორც თითქმის ყველა ბავშვს, განსაკუთრებით საახალწლო და სარვამარტო ღონისძიებები მახარებდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება