მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
PISA-ს კვლევის შესახებ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER) ინფორმაციას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ საცდელი ტესტირება 2024 წლის აპრილსა და მაისში, ელექტრონულად ჩატარდა, ძირითადი კვლევის ჩატარება 2025 წელს არის დაგეგმილი.
PISA საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ახორციელებს. PISA-ს შედეგების ანალიზი ქვეყნებს სასკოლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება. კვლევის ფარგლებში ფასდება 15 წლის მოსწავლეების მზადყოფნა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. PISA 2025 რიგით მეცხრე კვლევაა, რომელიც 2000 წლის შემდეგ ტარდება და მასში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად სკოლები შემთხვევითი წესით შეირჩა PISA-ს სკოლების შერჩევაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ორგანიზაციის (Westat) მიერ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური