მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლის პირველ კლასში დიდი მხიარულება და ჟრიამული იყო.
ამის მიზეზი კი ძალიან მნიშვნელოვანია - ყველაზე პატარა მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს და „ანბანეთის“ ჯადოსნურ სამყაროში სიხარულით შეაბიჯეს.
პირველკლასელებს თემატური აქტივობები კლასის დამრიგებელმა - მარი ბერიძემ და საგნის პედაგოგმა - ციცო ნაკაშიძემ შესთავაზეს. მათი შრომით, მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად იქცა. პატარები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
სკოლაში პირველკლასელებს წარმატებას უსურვებენ.
„პირველი კლასის ცოდნის ტაძარში ანბანი შემობრძანდა. ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს. ვუსურვებთ წარმატებას, წინსვლას, ბედნიერ, ნათელ მომავალს“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა