სიახლეები
სკოლები

თბილისის N178 სკოლში ინტელექტუალური თამაშის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა
07-11-2024
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ახლახან, იქ, სკოლის თვითმმართველობის წევრი მოსწავლეების ჩართულობით, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა. მასში VII - XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თამაში სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მონაწილე გუნდები მაღალი მზაობითა და ინტერესით გამოირჩეოდნენ. გარდა ამისა, მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ, ისინი გუნდის თითოეული წევრის აზრს ითვალისწინებდნენ. მოსწავლეები შეკითხვებს ხალისითა და სრული სიზუსტით პასუხობდნენ.

თამაშის ბოლოს, დაგროვილი ქულების დაჯამების შედეგად, შემდეგი გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ:

გუნდები საბაზო საფეხურიდან:

I ადგილი  - VIII კლასი - „ზოოპარკი“;
II ადგილი - VII კლასი - „წინ მოგებისკენ“;
III ადგილი - VII კლასი - ,,ცოდნის მწვერვალი“;
IV ადგილი - VIII კლასი - ,,მე-8 კლასელები“, 
V ადგილი  - VIII - ,,ნიკე“, VIII - ,,Brain Stormers”, VIII - ,,ტეტრისი“. 

გამარჯვებული გუნდები საშუალო საფეხურიდან:

I ადგილი  - XI კლასი - ,,ლელო“ ;
II ადგილი  - IX კლასი - ,,ერუდიტები“; 
III ადგილი - X კლასი - „იდეის გენერატორები“;
IV ადგილი -Xკლასი - ,,გარგანტუა“;
V ადგილი  - X - „ანიმუსი“, X - „ლუმინელები“; IX - „უსაშველოები“, IX - ,,შხარა“, XI - „თემიდა“.

სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ თითოეულ გუნდს წარმატებას. განსაკუთრებით კი, VIIIგ კლასის გუნდს -  „ზოოპარკი“ და XI კლასის გუნდს - „ლელოს, პირველი ადგილის მოპოვებას.  მოაზროვნეებმა საოცრად აქტიური და შედეგიანი თამაში აჩვენეს. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ბავშვებს საქალაქო  ჩემპიონატზე. 

მადლობა ჩვენი სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარეს - მარიამ ჩახუნაშვილს, თვითმმართველობის წევრ მოსწავლეებს და XII კლასის მოსწავლეებს, მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

დღე შთაბეჭდილებებით სავსე, დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება