სიახლეები
სკოლები

მოსწავლეთა საამაყო მიღწევები და პროფესიონალი პედაგოგების ღვაწლის დაფასება - ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის წარმატებული საქმიანობა
07-11-2024
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის სახელის წარმატებული მოსწავლეები ქმნიან, რომელთა მიღწევების უკან პროფესიონალი, საქმესა და მოსწავლეებზე შეყვარებული პედაგოგები დგანან - სკოლაში აქტიური, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი და სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი დიდი შემართებით მიიწევს მიზნებისკენ. 

„აქტიური საგაკვეთილო პროცესი, მასწავლებელთა და მოსწავლეთა განსაკუთრებული ჩართულობა  ჩვენი სკოლის ყოველდღიურობაა... ეს კარგად ჩანს იმ მიღწევებში, რომლებიც ახლახან დაწყებულ სასწავლო წელს გამოიკვეთა“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ სასწავლო საზოგადოება მოტივირებულია. 

გიზიარებთ, მრავალფეროვან აქტივობებსა თუ წარმატებებს, რასაც სასკოლო საზოგადოებამ ერთობლივად მიაღწია: 

უკვე ტრადიციადქცეულ, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, წლის საუკეთესო პედაგოგად მიმდინარე სასწავლო წელს, ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლამ მაია ჯიმშელეიშვილი დამსახურებულად წარადგინა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მომავალ წელს ამ საპატიო ჯილდოს სკოლის სხვა, გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგები მოიპოვებენ. 

ლიტერატურულ კონკურსში - „მასწავლებელი-ცოდნის ლამპარი“, ამავე სკოლის შემოქმედ მოსწავლეთა კლუბ - „კვირტების“ წევრმა, მეთერთმეტეკლასელმა გვანცა გელოვანმა მესამე საპრიზო ადგილი (პოეზია) დაიმსახურა.

პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში კი, კომპიუტერი გადაეცა წარჩინებულ მოსწავლეს ანასტასია დოლიძეს. 

მათემატიკის ოლიმპიადის - „ევერესტი“, საგაზაფხულო სეზონის ფინალისტის საგზური მე-6 კლასის მოსწავლემ - აჩი წილოსანმა მოიპოვა და საუკეთესო ასეულში მოხვდა. „ველოდებით მის წარმატებულ მონაწილეობას ფინალშიც“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სპორტული წარმატებებიც არ მოკლებია სკოლას. 

ლანჩხუთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადაზე შეჯიბრი გარბენში და მინი-ფეხბურთში ჩატარდა. ბიჭების და გოგონების, ორივე გუნდი, საპატიო მესამე ადგილზე  გავიდა გარბენში. მინი-ფეხბურთში კი, გოგონები - პირველი ადგილის, ვაჟები კი - მესამე ადგილის მფლობელნი გახდნენ. 

გურიის 29-ე რეგიონალურ საჭადრაკო ჩემპიონატში, რომელშიც ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის 50-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, მე-12 კლასელმა - მიხეილ აფხაზავამ კი ტურნირში გაიმარჯვა. 

საპრიზო ადგილი მოიპოვა მე-10 კლასის მოსწავლე ნინი გუნიამ.

სულ ახლახანს კი, მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი აფხაზავა  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის აგროსკოლელი გახდა. გურიის მაშტაბით ერთი მოსწავლეა, რომელმაც საკონკურსო ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და საქართველოს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს შეუერთდა.

„და ეს ყველაფერი არ არის... ყოველი წარმატებული მოსწავლის უკან მათი პედაგოგების დაუღალავი შრომა  დგას.  მოსწავლეებისა  და მასწავლებლების  ასეთი  ურთიერთობა იძლევა საბოლოოდ იმ შედეგებს, რომლებიც ასე გვეამაყება და გპირდებით, კვლავ უამრავი იქნება!“, - ამ შემართებით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში და კიდევ მრავალ წარმატებას აანონსებენ. 

იხილეთ ვიდეომასალა: 





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება