მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც KIU-ს რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა პირველ საჯარო ლექციას თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხავს.
ახალი პროექტი იმერეთის რეგიონის მე-9 - მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემაზე საჯარო ლექციების ჩატარებას გულისხმობს. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მოწვეული ლექტორები.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.