მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა განმავითარებელი გარემოა შექმნილი. იქ პროფესიონალი პედაგოგები ახალგაზქდების წარმატებიულ მომავალზე ზრუნავენ და სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, მე-10ბ კლასის მოსწავლეებს ისტორიასა და ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ.
მას საგნის პედაგოგები - იოსებ აფაქიძე და მაყვალა ანთაძე უძღვებოდნენ.
გაკვეთილის თემა გახლდათ იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“ და მე-7 საუკუნის ქართლის პოლიტიკურ-სოციალური ვითარება.
მოეწყო გასვლითი აქტივობა და მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა წმინდანის წამების ნიშთან განამტკიცეს. ასევე, პედაგოგებთან ერთად, სიღრმისეულად ისაუბრეს VII საუკუნის პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებებზე და ამ ვითარებების ნაწარმოებში ასახულ მოვლენებთან კავშირზე.
„სწორედ ასეთი საინტერესო გაკვეთილებით გამოირჩევა საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია, რომელსაც პედაგოგები მუდმივად, აქტიურად უზრუნველყოფენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა