TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას“- სალომე ჭუმბურიძე, ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი
07-11-2024
-
+


„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, პროფესიონალიზმს“,- ამბობს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი სალომე ჭუმბურიძე.

ის სკოლას ღირსეულად უძღვება და მიაჩნია, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ურთიერთპატივისცემაა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არც არის, რომ სკოლაში მეგობრული და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, დირექტორმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლეებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, უსაფრთხო ფიზიკურ გარემოს, ურთიერთთანამშრომლობასა და სასკოლო კულტურის მაღალ დონეს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა, დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- სკოლაში მიღებული ცოდნით ხშირად აღწევენ წარმატებებს, არიან განთლების მიღებაზე ორიენტირებულები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს... 

- გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, პროფესიონალიზმს, საქმიანობისადმი  კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას და თანამშრომლობით კულტურას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...   

- დაკისრებული საქმიანობის კეთილსინდისიერად შესრულება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, წარმატებული სასწავლო პროცესი.   

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა.“

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- სასკოლო ექსკურსიები, ლაშქრობები. შემოქმედებითი და ინტელექტუალური თამაშები.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება