სიახლეები
პიროვნება

„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც ბავშვები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, ღირებულად“ - შრომის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო კვაჭანტირაძე
07-11-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო კვაჭანტირაძეს პროფესია განსაკუთრებულად უყვარს. ის კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა და მოსწავლეებს მაგალითს აძლევს, რომ სწავლა და განვითარება არასდროს შეწყვიტონ და მუდამ მზად იყვნენ სიახლეებისთვის. ის თავისუფალ და მოაზროვნე ახალგაზრდებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ზრდის და მათ ეუბნება, რომ კითხვის დასმას არასდროს შეუშინდნენ.

etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნინო კვაჭანტირაძესთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ადგილს, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ ღირებულად და მზად არიან მიიღონ ახალი გამოწვევები, არ ეშინიათ კითხვების დასმის. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. უნდა შეგეძლოს მოსმენა მათი აზრების, თუნდაც მცდარის და უნდა შეძლო მასწავლებელმა გაითვალისწინო მათი საჭიროებები, უნარები და შესაძლებლობები.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი ყოველთვის გამოთქვამენ ღიად და თავისუფლად საკუთარ მოსაზრებებს, აქვთ ერთმანეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, აღწევენ ხშირად წარმატებებს სასწავლო პროცესში და არიან მოტივირებულები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ძლიერ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეები და ჩემი საყვარელი პედაგოგიური საქმიანობა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“. ფამუქის „მე მქვია წითელი“

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მუსიკალური პიესა „დათვის წვეულება“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება