TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მნიშვნელოვანია წავახალისოთ ბავშვები და მოვიწონოთ მათი ყოველგვარი მცდელობა“-  გუმათის საჯარო სკოლის პედაგოგი აზა სვანიძე
07-11-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პედაგოგი აზა სვანიძე მოსწავლეებს ყოველთვის მხარს უჭერს და მათ წარმატებას ახალისებს. გაკვეთილის დაწყებამდე ბავშვებს ყოველთვის მოტივაციას აძლევს და დადებითად განაწყობს. მისთვის აუცილებელია როგორც ბავშვებთან, ასევე კოლეგებთან კარგი, მეგობული ურთიერთობა. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ურთიერთპატივისცემა ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია.

etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი აზა სვანიძე პასუხობს.

 - პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- თვითშეფასებისა და აკადემიური მოსწრების ზრდას, რისთვისაც მოსწავლეების სურვილი და ჩართულობაცაა საჭირო. ამიტომ, გავუღიმოთ მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებამდე. არასოდეს ვუპასუოთ მათ ცუდ ქმედებას აგრესიულად, წავახალისოთ ბავშვები და მოვიწონოთ მათი ყოველგვარი მცდელობა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სიყვარული, პატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ყოველთვის მზად არიან აქტიურად ჩაერთონ სწავლა-სწავლების პროცესში. მთელი მონდომებით ცდილობენ იყვნენ სამაგალითოები. შეუძლიათ ერთმანეთის თანადგომა, პატივისცემა და სიყვარული.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ურთიერთთანამშრომლობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ვიყო მოსწავლეებისადმი პოზიტიურად განწყობილი.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ვცდილობ, მხატვრული ლიტერატურა ასაკის მიხედვით შევთავაზო მოსწავლეებს. დიდი სიყვარულით კითხულობენ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო საინტერესო აქტივობებით დატვირთული კლასის საათი, რომელსაც დამრიგებელი მანანა კვიმსაძე,  მთელი მონდომებით გაგმავდა და ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებდა. მოგვწონდა მოგზაურობა ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში, ხშირად ვსტუმრობდით მწვანე ყვავილას პანთეონს და პატივს მოვაგებდით ღირსეულ მამულიშვილთა ხსოვნას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება