მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნატო ბენდელიანი აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა და წიგნიერი, ერუდირებული ახალგაზრდების აღზრდა. ამ შემართებით, სკოლას სათავეში წარმატებით უდგას და ერთგულად ემსახურება ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ნატო ბენდელიანთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის უსაფრთხოებას, თანასწორობას და ბედნიერებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პირველ რიგში ნდობა და ურთიერთპატივისცემის სურვილი.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ვხედავ, როგორ იზრდება მათში თითოეული მასწავლებლის მიერ მათში ჩაყრილი სიკეთის, სიყვარული და ცოდნის მარცვალი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ურთიერთთანამშრომლობას პედაგოგებს შორის, მშობელთა მაღალ პასუხისმგებლობის გრძნობასა და ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვისწავლო და ვასწავლო.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ძნელია ერთი კონკრეტული ნაწარმოების დასახელება. ვურჩევ იმეგობრონ წიგნთან და რაც შეიძლება ბევრი წაიკითხონ.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ახალი წლის ღონისძიება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ