მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ კარგარეთელს მოსწავლეებთან განსაკუთრებული და მეგობრული ურთიერთობა აქვს. ბავშვებს რჩევებს ყოველთვის აძლევს და მათ ღირსეულ, განათლებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მასწავლებელი თამარ კარგარეთელი პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პოზიტიური კომუნიკაცია.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- გამოირჩევიან ტექნიკური უნარებით და მაქსიმალურად აქვთ ათვისებული ინტერნეტსივრცე.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- განათლებული და პიროვნულად ჩამოყალიბებული მოსწავლეების აღზრდას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- აღვზარდო განათლებული, სულიერად ამაღლებული და პატრიოტი თაობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- საქართველოს ისტორიის ფართოდ გაცნობა, ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლები“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- „მან-სან-კანი“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები