სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ფერადი ღონისძიებით დაიწყეს
08-11-2024
-
+


ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი, სკოლის 1-ელ  კლასში ჩატარდა.

„სკოლის I კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა ცერცვაძესთან ერთად ჯადოსნური და ფერადი თავგადასავალი დაიწყეს და სიყვარულით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

ლამაზად გაფორმებულმა საკლასო ოთახმა მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნათ და როგორც გვიყვებიან, ცოდნის მწვერვალებისკენ სავალი გზის დასაწყისი, ბედნიერების გასაღები ცოდნის სამყაროში კიდევ უფრო გაულამაზა.

სხვადასხვა აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ეს დღე მართლაც არის ერთი დიდი ზღაპრის დასაწყისი, სადაც ყოველი ასო და ყოველი სიტყვა ხდება ახალი ბიძგი ბედნიერებისა და წარმატებისა. მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი და ლამაზი ლექსებით მოეფერნენ სამშობლოს, ენას, იაკობ გოგებაშვილს და დედაენას, დედაენას რომელიც არის 33 ბედნიერების საფეხური, სასწაულმოქმედი გზა და ბილიკი, რომელიც ამ საოცარ პატარებს სიბრძნის მწვერვალებთან მიიყვანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პირველკლასელებს ეს ლამაზი დღე ასევე მიულოცა და წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა,  ცირა ბრეგვაძემ.

ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

ცვლილებების ბოლო დღე 10 აპრილია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

სკოლების ნაწილში ისგ-ს გეგმები მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობითაა შემუშავებული

არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში

რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

პიროვნება

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“

სკოლები

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას

 

 

„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება