სიახლეები
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურ მუშაობას“ - სალიბაურის N2 სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე 
08-11-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორ სერგო ხოზრევანიძისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური გარემოს შექმნა, რასაც შესანიშნავად ახერხებს. სკოლაში თანამშრომლობით გარემოს უზრუნველყოფს და მოსწავლე-მასწავლებლებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. ბავშვებისთვის ის რჩევა-დარიგებასაც არ იშურებს, რასაც მოსწავლეები ყოველთვის ითვალისწინებენ.

გთავაზობთ სკოლის დირექტორის - სერგო ხოზრევანიძის ბლიც-ინტერვიუს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასკოლო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს სკოლაში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, სკოლაში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახების ფიზიკური გარემო. სკოლაში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

თბილი, პოზიტიური, ჰარმონიული, მეგობრული და მშვიდი გარემო სკოლაში მრავალ ფაქტორს უკავშირდება, როგორებიცაა, მაგალითად: მოსწავლეთა მაღალი თვითშეფასება, მოტივაცია, კლასში ჩართულობა, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და სხვა.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას დიდწილად განაპირობებს მოსწავლის აკადემიური წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა.

მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სკო­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლია ის პი­როვ­ნე­ბარო­მელ­მაც მას არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბა უნ­და მის­ცესარა­მედ მი­სი მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ციაა აღ­ზ­რ­დაშე­სა­ბა­მი­სადურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს ორ­მ­ხ­რი­ვი – რო­გორც მოს­წავ­ლის მხრი­დანასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის.  სკო­ლა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მაა, ეს არ არის ცალ­კე აღე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიცალ­კე – მოს­წავ­ლე, ამ სის­ტე­მა­შიარო­გორც მთლი­ა­ნად სკო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლიდი­რექ­ტო­რი­დან დაწყე­ბუ­ლიყვე­ლა პე­და­გო­გირო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თობს და ასე­ვე მშო­ბე­ლირო­მე­ლიც უნ­და იყოს მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლიძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვ­მა იგ­რ­ძ­ნოს, მას პა­ტივს სცე­მენუს­მე­ნენ და იღე­ბენ ისეთს, რო­გო­რიც არის.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მათი მიზანდასახულობა, უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა და წინსვალა, ჩვენი სკოლის დიდი  წარმატების საწინდარია.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურ მუშაობასა და ყველა რგოლის ჩართულობას. წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მადლიერებით აღსავსე მშობელს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- თანამშრომლობითი კულტურის შექმნა-დამკვიდრება სასკოლო ცხოვრებაში.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- უამრავი ნაწარმოებია, მაგრამ არის ქართული კულტურის საგანძური, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

-  სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება