სიახლეები
სკოლები

„უზომოდ მიხარია, 10 წლის წინ დაწყებული ურთიერთობა დღემდე რომ გრძელდება“- უწერის საჯარო სკოლას მონატრებული პედაგოგი სტუმრობდა
08-11-2024
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეების აღზრდაზე პროფესიონალი და ბავშვებზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგები ზრუნავენ, მათ შორის იყო მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც 10 წლის შემდეგ ეწვია სკოლას და მოსწავლეებს ისევ შესთავაზა საინტერესო და დაუვიწყარი აქტივობები. 

ყოფილ პედაგოგს, სასკოლო საზოგადოება თბილად, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეეგება, პედაგოგმა კი ის წლები გაიხსენა, რომელიც უწერის სკოლაში გაატარა და რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მის მეხსიერებაში.

პედაგოგმა მოსწავლეებს დაუვიწყარი დღე აჩუქა, ემოციებით სავსე წრილი წაუკითხა, მათთან ერთად სახალისო და შემეცნებითი ვიქტორინა ითამაშა და წერის გაკვეთილიც ჩაუტარა. 

პედაგოგითვისაც ემოციებით სავსე იყო, მონატრებულ კოლექტივთან და მოსწავლეებთან შეხვედრა, რაზეც თავად დიდი სიყვარულით საუბრობს: 

„დღეს უწერის სკოლას ვესტუმრე. 10 წელი გავიდა და ახლა შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ვერსად ვიპოვე ბედნიერების, შრომის დაფასებისა და აღიარების, სიხარულისა და სიყვარულის ისეთი ხარისხი, როგორიც უწერის სკოლამ მაჩუქა და დღემდე მჩუქნის.

თან ისეთი მშვენიერი და გადამდებია ეს ყველაფერი.

ამის მიზეზი სოფელია. ქალაქს სჭირდება სოფელი. ჩვენი ქვეყანა სოფლებზე დგას.

სოფელ უწერაში ცხოვრობენ არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცას შესცქერიან დარისა თუ ავდარის გამოსაცნობად, საქონელს, ფრინველს, ფუტკარს უვლიან, ძალიან ბევრს შრომობენ და სხვის შრომასაც აფასებენ.

ბავშვებს წერის გაკვეთილი ჩავუტარე, დილას მათთვის დღის ჩანაწერი დავწერე, ხმამაღლა წავუკითხე, ინსტრუქციის ქარგა გავაცანი, მერე ყველამ დაწერა და წაიკითხა გულში ამოვლებული წინადადებები. სახალისო ვიქტორინაც ვითამაშეთ, სამი წიგნის შესახებ ვესაუბრე და სიტყვის ბარათებით ახალი სიტყვები გავაცანი.

სკოლის დირექტორს, ნაილი მასწავლებელს, რომ ვთხოვე, სკოლაში ბავშვებთან შეხვედრა მინდა-მეთქი, ისე გაუხარდა, ასმაგი ენერგიით დავიწყე მზადება.

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, უწერის სკოლის მასწავლებლებო და ბავშვებო, ძალიან, ძალიან მიყვარხართ.

ჩვენ ერთად შევქმენით დაუვიწყარი თავგადასავლები და უზომოდ მიხარია, 10 წლის წინ დაწყებული ურთიერთობა დღემდე რომ გრძელდება“, - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება