სიახლეები
სკოლები

მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში 
08-11-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში მასწავლებლების ღვაწლსა და ამაგს მეტად აფასებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა. მასში მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობითა და სიხარულით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ვიდეორგოლით გაიხსნა, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლებს სიურპრიზი მოუწყვეს და პატარა სტრიქონები აჩუქეს. შემდეგ კი, მათ იმღერეს, იცეკვეს და სიტყვა წარმოთქვეს.

გარდა ამისა, ესეების კონკურსი - „ჩემი მასწავლებელი“ გაიმართა. მის ფარგლებში, პირველი ადგილი ვიოლეტა ირიციანმა, მეორე ადგილი - ჟენია ჰამბარიანმა, ხოლო მესამე ადგილი - ანუშიკ დალოღლანიანმა დაიკავა. ასევე, ანი კაროიანმა გრანპრი და დიპლომი თემის თავისებური განმარტებისთვის მიიღო.

ღონისძიების ორგანიზატორი ანაიტ კაროიანი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება