მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაირა რევაზიშვილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის პროფესიასა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგია, რომელიც საგნის ხარისხიან სწავლებასთან ერთად, ზრუნავს სასკოლო სივრცეში ამაღლებული განწყობა სუფევდეს, რადგან იაზრებს, რომ კარგი განწყობა წარმატების საწინდარია.
იხილეთ, ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ზაირა რევაზიშვილთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სკოლაში ღიმილით და კარგი განწყობით შეხვედრა, როგორც კოლეგებთან, ისე მოსწავლეებთან.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან ზრდილობიანები, პასუხისმგებლიანები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- კოლეგებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ს.ს.ორბელიანის იგავ-არაკები.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ