მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო მიქაუტაძის მოტივაციის მთავარი წყარო მოსწავლეთა სიყვარულია. მისი თქმით, სკოლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გუნდურობა და ურთიერთთანამშრომლობა. ის როგორც მოსწავლეებთან, ასევე კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა.
etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნინო მიქაუტაძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- გუნდურობას, ურთიერთთანამშრომლობას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან შემოქმედებითნი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- პასუხისმგებლობას, ერთ გუნდად ყოფნას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ბავშვების სიყვარული, კოლექტივთან ურთიერთობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- პალაციოს „საოცრება“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ (ხელმძღვანელი ენერი შუბლაძე).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ