სიახლეები
პიროვნება

„ოჯახი და სასკოლო საზოგადოება ერთი პოზიტიური გუნდია, რომლის სამოქმედო გეგმა მოსწავლის განვითარებაა“ - ნათელა ღლონტი, დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგი 
08-11-2024
-
+


ნათელა ღლონტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რასაც განათლებული თაობების აღზრდა ჰქვია და ცდილობს თითოეულ მოსწავლეს არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნა მისცეს, არამედ აღზარდოს პასუხისმგებლიან და ღირსეულ მოქალაქედ. 

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ ნათელა ღლონტთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხო, კეთილგანწყობილ, სასიამოვნო, პოზიტირ, ინკლუზიურ, ჯანსაღ თანამშრომლობით და მასტიმულირებელ სასწავლო გარემოს, რომელიც მოიცავს 4 ძირითად ელემენტს: ფიზიკურ, სოციალურ, აფექტურ და აკადემიურს. მოსწავლეები  თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, ენდობიან ერთმანეთს არ ეშინიათ შეცდომების, კითხვების დასმის და  თვლიან რომ სირთულეები და გამოწვევები მნიშვნელოვანია შემდგომი წარმატებისთვის.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი არიან დამოუკიდებლები, არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღების, სირთულეების გადალახვის, არიან ემპათიურები, უსმენენ და პატივს სცემენ ერთმანეთის თუნდაც განსხვავებულ მოსაზრებებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- როცა სკოლა, ოჯახი და სასკოლო საზოგადოება არის ერთი პოზიტიური გუნდი და მათი სამოქმედო გეგმა მიმართულია თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ყოველი გაკვეთილისათვის ახალი, საინტერესო რესურსების შექმნა, რაიმე განსხვავებული მასალის მოძიება, რაც სახელმძღვანელოში არ არის და ამით დაინტერესება მოსწავლეების მხრიდან და მათი მაღალი ჩართულობა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჯონ ბოინის „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ზეიმი, რომელიც ბავშვობას მიფერადებდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება