მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N104 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლის პირველ კლასში „ანბანის შებრძანება“ განსაკუთრებულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღეს, როგორც ამბობენ, დაუვიწყარი ღია გაკვეთილი მიეძღვნა.
„პირველკლასელებმა დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით ისწავლეს ანბანის პირველი ასო-ბგერის წერა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა ცოდნის მშვენიერ სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ გაკვეთილზე ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა „ა“ - ოქროს გასაღების დახმარებით გააღეს ანბანის ჯადოსნური კარები და სომხური ენის შესწავლაში პირველი ნაბიჯები გადადგეს. ეს შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე ყველასთვის განსაკუთრებულ მოგონებად იქცა და სასაწავლო გზის დასაწყისად აღინიშნა“, - გვეუბნებიან სკოლაში და პირველკლასელებს წარმატებებს, ახალ აღმოჩენებს უსურვებენ „ცოდნის სამყაროში“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც