მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ზრუნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის შემოქმედება და შრომა ფართო საზოგადოებას გააცნოს.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი - „უდაბნო“ თელავში გამართულ რიგით მესამე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.
ანსამბლმა, ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი დაიმსახურა. ამ გამარჯვებით „უდაბნომ” ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, ტექნიკური მომსახურების თანადაფინანსებით, მიწვევა მიიღო.
„აღნიშნული მიღწევა ქართული ფოლკლორის კიდევ უფრო მეტად გავრცელებისა და საერთაშორისო არენაზე წარმოჩენის დიდი შესაძლებლობაა! მომავალშიც წარმატებებს და ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს“,- აცხადებენ კულტურის ცენტრში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.