სიახლეები
სკოლები

ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით, კვირეული გაიმართა
08-11-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების კვირეული გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. 

კვირეულის ფარგლებში, მერვე კლასში, საგან „მოქალაქეობაში“ ჩატარდა თემატური გაკვეთილები, მოსწავლემ ლიზი გოგსაძემ მოამზადა და სასკოლო საზოგადოების წინაშე წარმოადგინა პრეზენტაცია საკითხზე - „ყალბი თუ მოგონილი“.

მოსწავლემ ისაუბრა ციფრულ ეპოქაში მედიაწიგნიერების  მნიშვნელობის შესახებ, კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ნათლად წარმოაჩინა ყალბი ამბების, ფოტო მანიპულაცის საფრთხეები.

მოსწავლემ ასევე ახსნა, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ყალბი ამბები, სასკოლო საზოგადოებას გააცნო პლატფორმები: „მედიაჩეკერი“ და მითების დეტექტორი. მოსწავლემ მსმენელებს პრაქტიკულად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება გუგლის საძიებო სისტემის მეშვეობით მარტივად გადამოწმდეს ფოტომანიპულაცია.

ასევე, მოსწავლემ სასკოლო საზოგადოებისათვის მოამზადა რჩევების ფურცლები - „იყავი მედიაწიგნიერი“.

მეექვსეკლასელ  ნიკოლოზ გოგსაძისათვის საინტერესო აღმოჩნდა ქვიზი, სადაც მას უნდა ამოეცნო ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული და ნამდვილი ფოტოები. 

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გააიუმჯობესეს მედიაწიგნიერების კომპეტენციები და გაანალიზეს მისი მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება