მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი კარგი ადამიანები არიან“,- ამბობს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეონა ფრუიძე.
მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები განათლების ბილიკებზე მონდოემებით მოგზაურობენ და ცოდნას იღრმავებენ. თეონა ფრუიძე მიიჩვევს, რომ პოზოტიური სასკოლო გარემო სკოლაში არსებულ მშვიდ, საქმიან და თბილ ატმოსფეროს ნიშნავს.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მასწავლებელმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სკოლაში/კლასში არსებულ მშვიდ, საქმიან და თბილ გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი კარგი ადამიანები არიან.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მოტივირებულ, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებს, მოტივირებულ მოსწავლეებს და ბევრ კმაყოფილ მშობელს, რომლებიც ერთად ქმნიან ძლიერ სასკოლო საზოგადოებას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ურთიერთობები, ოჯახი, ჩემი საქმე, რაც იმის მოტივაციას მაძლევს, რომ განვითარდე და ყოველ დღე გონივრული ნაბიჯები გადავდგა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ლინდა მალალი ფანთის - „თევზი ხეზე“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ეს იყო საშემოდგომო ღონისძიება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც