TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თანამშრომლობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან“-დარეჯან ჭანუყვაძე, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის პედაგოგი
08-11-2024
-
+


დარეჯან ჭანუყვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის  დაწყებითი კლასების მასწავლებელია, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას და წიგნიერების დიდ სამყაროში  მოსწავლეებს მეგზურობას უწევს, ამაყობს მოწაფეებით და ცდილობს, რომ თითოეული მათგანი განათლებულ და ღირსეულ მოქალაქედ აღზარდოს.

იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ დარეჯან ჭანუყვაძესთან

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- სახალისო, საინტერესო და შემოქმედებითი სასწავლო აქტივობებით დატვირთულ სასწავლო პროცესს.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სიყვარული, ნდობა, ობიექტურობა და აღიარება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- არიან აქტიურები და ინტერესიანები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობას კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი მოსწავლეებისათვის ახალი, სახალისო და საინტერესო აქტივობებისა და მეთოდების შეთავაზება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო „საახალწლო კარნავალი“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება