სიახლეები
სკოლები

მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ეკოპროექტზე იმუშავეს
08-11-2024
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და ეკოცნობიერების დონის ამაღლებას.

სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, ისინი სხვადასვხა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-7 და მე-8 კლასებმა კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე იმუშავეს.

„კიდევ ერთი საინტერესო პროექტი სკოლის მეშვიდე და მერვე კლასელებისათვის. ეს იყო საინტერესო პრეზენტაცია -  დასავლეთ საქართველოს მღვიმეებში მობინადრე ღამურების კონსერვაცია, რომელსაც მხარს უჭერს Rufford Small Grants for Nature Conservation“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ძირეული ასპექტი არის ღამურების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი საზოგადოების განათლება. ეს მოიცავს სემინარებისა და პრეზენტაციების ჩატარებას

პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ სოფიო მაღლაკელიძე - მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი, მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთი; ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში, ჩატარდა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ღამურებს და მათ მნიშვნელობას ეკოსისტემაში. მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი ბრენდირებული საჩუქარი (პინი, ჭიქა)

სკოლას  მიეწოდა ფლაერები და პოსტერები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ღამურებზე და ასევე მოკლედ აღწერს აღნიშნულ პროექტს. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს დაუფინანსდებათ ღლიანას მღვიმეში ექსკურსია, სადაც ბინადრობენ ღამურები. 

„პროექტი დაფარავს ექსკურსიის ხარჯებს და მათში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებელს გადაეცემათ სერტიფიკატები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც გვეუბნებიან, პროექტის მთავარი მიზანია ღამურების პოპულაციებს მნიშვნელოვანი სახეობების დაცვა და შენარჩუნება.

აღსანიშნავია რომ, პრეზენტაციები ტარდება საქართველოს რეგიონის მხოლოდ ხუთ სკოლაში.

პროექტი ხორციერლდებაასოციაცია-ბიოს“ თანამშრომლობის ფარგლებში.

„უღრმესი მადლობა ასოციაცია ბიოს და მის აღმასრულებელ დირექტირს - ხათუნა გოგალაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება