მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
იქ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და წელიწადის ოქროსფერ სეზონზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემო შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით იყო გაფორმებული, რაც განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
„ბარაქიანი შემოდგომაა,
რომ მოდის დინჯად, სავსე ხელებით,
გადახსნა მიწამ მოწყალე გული,-
გაოქროსფერდნენ მსუყე ველები“,- ეს სიტყვები ისმოდა ზეიმზე.
„მრავალი ბედნიერი, ბარაქიანი და მშვიდობიანი შემოდგომა გავითენოს უფალმა, ჩემო საყვარლებო. მადლობა ყველას ამ ლამაზი დღისათვის - მარიტა ნებაძეს, თამარ ინასარიძეს, ირმა ინასარიძეს, ნინო ივანიძეს, თეა ბალახაშვილსა და მანანა ზაზაძეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა