მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გულნაზი კოჩალიძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობა და ობიექტურობაა, ამ თვისებების გამო ის განსაკუთრებით უყვართ მოსწავლეებს, თავად კი თავდაუზოგავად ზრუანავს, თითოეული ბავშვისთვის სასკოლო ცხოვრება დაუვიწყარ თავგადასავლად აქციოს.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პედაგოგ გულნაზი კოჩალიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თანამშრომლობას, მეგობრობას, აზრთა გაზიარებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ობიექტურობა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან შრომისმოყვარენი და აქვთ მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სასწავლო პროცესში ჩართულობა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „დიდოსტატის მარჯვენა“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ექსკურსია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ