მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელი თუ ნომერს შეიცვლის, ის „თიმსში“ და ელექტრონულ ჟურნალში ვეღარ შევა იქამდე, სანამ ძველ ნომერს ახლით არ ჩაანაცვლებს.
იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი იმ ნომერს შეცვლის, რომლითაც ელექტრონულ სისტემაშია დარეგისტრირებული, მან სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს თხოვნით, რომ „ისქულის“ ბაზაში ძველი ნომერი ახლით ჩანაცვლდეს. „ისქულში“ შეტანილი ცვლილებები 24 საათში აისახება და პედაგოგი ელექტრონული სისტემით ისევე ისარგებლებს, როგორც ნომრის შეცვლამდე სარგებლობდა.
თუ ელექტრონულ სისტემაში შესვლის პაროლი დაგავიწყდათ და მის აღდგენას ვებ-გვერდზე paroli.ge ცდილობთ, პაროლის აღსადგენად სწორედ ტელეფონის ნომერი დაგჭირდებათ. თქვენი ახალი ნომერი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ისქულში“ სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიტანოს. ნომრის შეცვლასთან დაკავშირებული ხარვეზის შემთხვევაში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას ელექტრონულ ფოსტაზე support@emis.ge უნდა მიმართოთ.
გარდა ელექტრონულ სისტემაში ძველი ნომრის ახლით ჩანაცვლებისა, მასწავლებელი, თუ კლასის დამრიგებელიცაა, ნომრის შეცვლისას ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლებს ახალი ნომერი ჩააწერინოს, რათა მშობლებმა, საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგთან კონტაქტი დროულად შეძლონ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.