მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ რათა მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და პროფესიისა თუ მომავალი თაობებისადმი ეს თავდადება ნათლად ჩანს აღსაზრდელთა მიღწევებში.
ახლახან, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - თამთა დავლაშელიძესა და დავით ბერიძეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
რა შეიცვლება ამ ბავშვებისთვის მათი წარმატების აღიარებით? დავით ბერიძე აღნიშნავს, რომ სწავლის ხარისხზე ეს აუცილებლად აისახება, ექნება წვდომა თანამედროვე სასწავლო რესურსებზე და რაც მთავარია, ეს გახდება უფრო მეტის მოტივაციის მიმცემი სკოლამაც, ოჯახმაც იამაყონ მისი მიღწევებით.
თამთა დავლაშელიძე კი ვიდეორგოლში აღნიშნავს, რომ გზა წარმატებისკენ შრომატევადი იყო, არაერთ პროექტში იყვნენ ჩართულები და გორელოვკის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ლომის წილი მიუძღვით თითოეული მოსწავლის წინსვლაში.
თავად სასკოლო საზოგადოება ბავშვებს ულოცავს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და მათთვის კომპიუტერების გადაცემის ფაქტს ეხმაურება:
„დათო, თამთა, გილოცავთ! მუდამ წარმატებები! მადლობა დამრიგებელს - ნუგზარ მარკოიძეს, მასწავლებლებს! დიდი მადლობა ჩვენს სამინისტროს, რესურსცენტრს, მერიას!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა