მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: გიული ზედგინიძე და ნინო ბერიძე იყვნენ. მუსიკალურ დადგმას კი, მუსიკის მასწავლებელი ნანა წიკლაური ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებაში VI, VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ილიას ბავშვობის, სტუდენტობისა და მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. მათ, ასევე ყურადღება გაამახვილეს წიწამურის ტრაგედიაზე.
მოსწავლეებმა წაიკითხეს „მგზავრის წერილების" საკვანძო ადგილები, ლექსები „ჩემო კალამო" და „ბედნიერი ერი", იმღერეს „ბაზალეთის ტბა" და დადგეს პატარა პიესა „კაცია- ადამიანას?!" მიხედვით.
იხილეთ ვიდეოები და ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა