მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამჯერად, შემოდგომის ფერთა ჰარმონიით შთაგონებულმა მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა კი, ამ ფერებით, ხელოვნების გაკვეთილებზე, აქტივობები შეასრულეს.
მათ შემოქმოდებითი დავალებები თეთრ ფურცლებზე, პედაგოგების - ლია აფციაურისა და ელზა ქავთარაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს. პატარების ნამუშევრები მართლაც გამორჩეული და ძალიან საინტერესო გახლდათ.
აქტივობის შესახებ მეტ ინფორმაციას პედაგოგი ელზა ქავთარაძე გვიზიარებს.
„ფოთოლცვენის დასაწყისი თავდაპირველად სკოლის ეზოში მდგომმა ჭადარმა ამცნო პატარებს. ხის ქვეშ სკამებზე დასასვენებლად ჩამომსხდარ ბავშვებს, შემოდგომის მშვიდ ნიავზე კენწეროდან მოწყვეტილმა, სიმწვანეწართმეულმა რამოდენიმე ფოთოლმა რწევა-რწევით ჩამოუქროლა და ერთს თმებზე ჩამოეკონწიალა, მეორეს ღონემიხდილი პეპელასავით მხარზე ჩამოეკიდა, დანარჩენი კი მესამის ფეხებთან მიწას გაეკრა.
- რა ლამაზია! - აღმოხდათ ბავშვებს.
მას შემდეგ დაიწყო და აღარ შეჩერებულა ფოთოლთა ცვენა.
ცვიოდა და ცვიოდა.. ყვითელი, წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი ფოთლები და სკამების ირგვლივ ჭრელი ფარდაგი მოუქარგა ბავშვებს.
ვუსურვებთ პატარებს წარმატებებს და მრავალ ფერად შემოდგომას“,- წერს ელზა ქავთარაძე.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა