მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიება მაღალი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა. მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე. მოსწავლეებმა დიდი ილიას ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს მისი როლი ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებაში.
ღონისძიება მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა