მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას საინტერესო გასვლითი ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს შუაგულის სანერგე მეურნეობა.
სახალისო/შემეცნებით ტური არაერთ საინტერესო აქტივობას მოიცავდა.
აქტივობის ინიციატორების, კლასის დამრიგებლების - ეკა ლომინაძისა და მარინა ტოხიშვილის თქმით, ბავშვებმა იდეალურად გაართვეს თავი სახალისო დავალებებს:
პატარებმა გამოცდილება მიიღეს, ახლოდან გაცნობოდნენ მცენარეებს, შინაურ ცხოველებსა და ბუნების სილამაზეს. ამგვარი აქტივობა ხელს უწყობს ბუნებისადმი სიყვარულისა და მზრუნველობის განვითარებას.
შემეცნებითი თვალსაზრისით, ექსკურსიის დროს, მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მცენარეების მოვლის შესახებ. ამით გააფართოვდა მათი ცოდნა ბოტანიკისა და ეკოლოგიის სფეროში. განივითარეს პრაქტიკული უნარებიც: საკუთარი ხელით დარგეს მცენარე და მიიღეს პოზიტიური ემოციები. აიმაღლეს განწყობა და მიეცათ საშუალება, განეცადათ წარმატების სიხარული.
საჩუქრად მიღებული მცენარის მოვლა კი ბავშვებს ასწავლის პასუხისმგებლობასა და ზრუნვას.
ასეთი აქტივობების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული ასაკიდან ბუნებისადმი სიყვარულის ხელს შეუწყობს მომავალში გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებელი მოქალაქეების აღზრდას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა