მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს გამორჩეული თარიღი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების (პედაგოგები: მზია ფეიქრიშვილი, მანანა ჩინჩალაძე) ხელმძღვანელობით გაიმართა, დიდი ქართველი მამულიშვილის, ერის მამად წოდებულის - ილია ჭავჭავაძის საიუბილეო ღონისძიება სახელწოდებით - „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები ილიას შემოქმედებიდან, წარადგინეს პრეზენტაცია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ისაუბრეს მის ღვაწლზე ქართული ლიტერატურისა და ერის წინაშე. ნახეს ნაწყვეტი ფილმიდან - „ილიას მკვლელობა“. მთელი დღის განმავლობაში მოისმინეს აუდიოჩანაწერები (ლექსები, სიმღერები) პოეტის შემოქმედებიდან.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის და უსურვა ილიას იდეეების გზით სიარული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა