მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები საერთაშორისო კამპანიებში დიდი შემართებით მონაწილეობენ და მასწავლებლები კი ბავშვების თვლსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ენების ევროპული დღე. Europian Day of Languages-ს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ენების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე, შექმნეს კედლის გაზეთი, მოეწყო ვიქტორინა ევროპის შესახებ და ბავშვებმა ისწავლეს სხვადასხვა ენაზე მისალმება.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი გამოვიდა და ბავშვებისთვის საინტერესოსთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.