მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანისა და თივის საჯარო სკოლებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რასაც ადასტურებს ის სპორტული აქტივობები, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ.
ამჯერად, აღნიშნული სკოლების VII-VIII კლასების მოსწავლეებს შორის გაიმართა მეგობრული შეჯიბრი მინი ფეხბურთში.
ამ ეტაპზე, გამარჯვებულები ზინობიანის სკოლის მოსწავლეები გახდნენ. თუმცა, როგორც გვიყვებიან, რამდენიმე დღით ადრე შეხვედრა გაიმართა სოფელ თივის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე. ამ დღეს კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
„ეთნოუმცირესობათა ამ ორი სოფლის მოსწავლეებს შორის მეგობრული შეხვედრები და ღონისძიებები ტრადიციულად დამკვიდრდა. წლების მანძილზე ჩვენი ბავშვები დამეგობრდნენ, დაუახლოვდნენ ერთმანეთს და გულწრფელად უხარიათ ერთმანეთის წარმატება“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა