სიახლეები
სკოლები

ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლის - ლუკა იოსელიანის სპორტული წარმატება
12-11-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრებასა და ტურნირში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს მე-7 კლასის მოსწავლის - ლუკა იოსელიანის სპორტულ მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში ჩატარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.

38კგ წონით კატეგორიაში 80-მდე მოსწავლე ჭიდაობდა, სადაც სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა იოსელიანმა ხუთი შეხვედრა მოიგო და II ადგილი დაიკავა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებენ.

„კიდევ ბევრი წარმატება ჩვენს ლუკას და თავის თანატოლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება