მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს თემატური დღეები მიეძღვნა.
მოსწავლეებმა მის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მწერლის პერსონაჟები „გააცოცხლეს“. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ კვირეულის ფარგლებში, სკოლის დერეფანში მოიხატა კედელი. ის მოხატა და ილიას შეგონებებით გააფორმა დაწყებითი კლასების პედაგოგმა - ნატო ხაჩატუროვამ.
„ილია ჭავჭავაძემ უდიდესი როლი ითამაშა ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნისა და ეროვნული ერთობის ფორმირების პროცესში, როგორც პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის, ბეჭდური მედიისა და ბანკის დამფუძნებელმა, რომელსმაც დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ეროვნული და სახელმწიფო შეგნების, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში“,- აღინიშნა სკოლაში.
ამ დღეს სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი საჯარო ლექციით, დისკუსიითა და დებატებით შეუერთდა. აქტივობები მე-4ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ - ლილი რიკაძის ხელმძღვანელობით გამართეს.
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში, მესამე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს მოთხრობები და გააკეთეს ჩანახატები. მათ წიგნები შექმნეს, ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია მოისმინეს და მეექვსე კლასის ღონისძიებას დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი მაია რთველაძე გახლავთ.
მეექვსებ კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, კედლის გაზეთები დაამზადეს. მათ პედაგოგი ნანა სხირტლაძე ხელმძღვანელობდათ.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ლექსები წაუკითხეს. აქტივობები შეასრულეს პედაგოგ ნატო ხაჩატუროვას სადამრიგებლო მეორე კლასის მოსწავლეებმა.
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოისმინეს ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია. რის შემდეგაც ვიქტორინა გაიმართა და გამარჯვებული გამოვლინდა.
სკოლაში ლიტერატურული სანახაობა გაიმართა, რომლის ავტორი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიკა დევნოზაშვილი გახლდათ.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების შემდეგი ციტატებიც გაიხსენეს.
ილია ჭავჭავაძე - „ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.“
„ოთაარაანთ ქვრივი“ - „ეს წუთისოფელი ცოდოსა და მადლის ჭიდილია. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზე და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით მსუბუქია.
გიორგი - დედაშვილობაში შენ-ჩემობა რად არის? — ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავისთავსა. დედაშვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა... თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? — რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, — რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!..
არჩილი და კესო - გიორგი მთელი წიგნი იყო, ხიდ-გაღმა დაწერილი. გიორგი წიგნია-მეთქი, მთელი წიგნი ცხოვრებისა, სულ სხვა ასოებით დაბეჭდილი. წინ გადაგვეშალა ეს წიგნი და ვერ წავიკითხეთ. რას არა ვკითხულობთ მე და შენ და ათასი ჩვენისთანა. მწიგნობრობით დღეს ვის არ მოაქვს თავი და მაგის ანბანი კი თურმე არა გვცოდნია. გიორგი ცოცხალი ხატია ღირსებისა „თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებსო”, ნათქვამია, და რამდენჯერ გვითქვამს მე და შენ, — რა კარგად და მართლად არის ნათქვამიო.
ლელთ ღუნია - „ადრიდან ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდვნოდა;“
მწყემსი ქალი -„მერე კი იცი რა რიგ ტკბილია, აქ სიცოცხლეა იქ კი სიკვდილი“;
ლამაზისეული - „საძაგელი სურათი საძაგელი მიწისა“;
ლუარსაბ თათქარიძე და დარეჯანი -„მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს ეგ გასწორების განზრახვა, დღესა თუ ხვალე, შენში გაიღვიძებს. ამ იმედს ნუ წაგვართმევ. ნუ იფიქრებ, რომ ამ მოთხრობას შენი გაჯავრება უნდა. ამას მარტო ის უნდა, რომ შენ დაგანახვოს, რამოდენადაც შეძლება აქვს შენი ცუდი, შენი ავი, რომ იცოდე, რა გაისწორო. მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე თუ გინდა მთქმელი ვიქნები“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე